მე-9 დღის რეფლექსია
ტრენინგის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა,დავხვეწეთ და მივეცით საბოლოო სახე. ავტვირთეთ დრაივზე და ლინკით გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მოუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს. გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და რჩვები.
ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში დავიწყეთ 3 ნოემბერს პროექტის ფარგლებში განვიხილეთ ინტელის ელ. სახელმძღვანელო, პრტფოლიოს ჩეკლისტი, შეფასების რუბრიკა. დავათვალიერეთ შექმნილი პროექტები, თავისი რესურსებით.განვიხილეთ ერთი სანიმუშო პროექტი, შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე და ბლოგი.შევარჩიეთ სასწავლო პროექტის თემები , გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებს , ბუკლეტის შაბლონებს და შევქმენით ბუკლეტები. მოვარგეთ სტანდარტი ჩვენს პროექტს და შევიმუშავეთ კითხვები პროექტისათვის. შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის. ჩვენს მიერ შერჩეული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ავსახეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმაში. გავეცანით საავტორო ეფლებებს. გავეცანით საიტს - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია".სასწავლო პროექტის გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები. დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები. აღნიშნული ტრენინგი ძალზე საინტერესო და დატვირთული იყო. პირადად მე გავიღრმავე ცოდნა და მივიღე ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას. უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ძალზედ ენერგიულ ქალბატონს ინგა კახიანს საიტერესო და პროდუქტიული ტრენინგისათვის.